მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შესაძლოა პრეზიდენტის მიერ დასახელებული კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს.
აღნიშნულ ფაქტს ამ ეტაპზე თავად ნინო ლომჯარია არც ადასტურებს და არც უარყოფს.
მან მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ კოალიციური მთავრობის კანდიდატებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაასახელებს.