სუს-ი ქსელურ მარკეტებში შევიდა

სუს-ი ქსელურ მარკეტებში შევიდა

დღეს, 15:24 - 2026
129
       

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სადისტრიბუციო კომპანიებში შევიდა. ამ დროისთვის, ოფისებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
 
სუს-ის წარმომადგენლები ფინანსურ დოკუმენტებს, კონტრაქტებსა და გადარიცხვებს ითხოვენ.
 

„კი ბატონო, არიან ჩვენთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა მუშა პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს. არანაირი არაფერი ზედმეტი არ არის. ამ ეტაპზე დანარჩენი, ზედმეტი კომენტარისგან თავს ვიკავებთ“, - ამბობს „დეილი ჯგუფის“ წარმომადგენელი.

 
„დაფნას“ წარმომადგენელი, ნიკოლოზ ნათბილაძე ამბობს, რომ თავად საქართველოში არ იმყოფება, თუმცა კომპანიის ოფისში სუს-ის წარმომადგენლების შესვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
 
„ვერ გეტყვით ვერაფერს, მე თვითონ არ ვარ საქართველოში. როგორც ინფორმაცია მაქვს, მარტო ჩვენთან არ არიან შემოსულები. შემოვიდნენ არ არის პრობლემა, პირიქით, შეიძლება უკეთესიც იყოს“, - აღნიშნა ნიკოლოზ ნათბილაძემ.

 
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 იანვარს, ირაკლი კობახიძე, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო კომპანიების, და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
 
ფასების კომისიის სხდომას ესწრებოდა 15-მდე ქსელური მარკეტის წარმომადგენელი, ასევე, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე და მინისტრთა კაბინეტის და კონკურენციის სააგენტოს წევრები.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები