რამდენიმე საათში მერაბ დვალიშვილი ჩემპიონის ქამარს დაიცავს

რამდენიმე საათში მერაბ დვალიშვილი ჩემპიონის ქამარს დაიცავს

დღეს, 00:16 - 2025
82
       

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ქამრის დასაცავად იბრძოლებს.
 
რამდენიმე საათში, მერაბ დვალიშვილი შონ ო’მალის დაუპირისპირდება. მებრძოლებისთვის ეს განმეორებითი შეხვედრაა, მას შემდეგ, რაც დვალიშვილმა მეტოქეს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.
 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ჩემპიონი, გამარჯვების შემთხვევაში, მინიმუმ, 750 000 დოლარს მიიღებს. არ არის გამორიცხული, თანხა მილიონ დოლარამდე გაიზარდოს.
 
შონ ო’მალის ანგარიშზე კარიერის განმავლობაში, 18 მოგებაა - მათ შორის, 12 ნოკაუტით.
 
ბრძოლის წინ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზონის ჩემპიონს მხარდაჭერა ორგანიზაციის კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა - ილია თოფურიამ გამოუცხადა.
 
დვალიშვილსა და ო’მალის შორის ბრძოლა UFC 316-ის მთავარ მოვლენად დასახელდა და მას უამრავი გულშემატკივარი ელოდება. ბრძოლა 8 ივნისს, თბილისის დროით, დილის 06:00 საათზე დაიწყება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები