სააკაშვილი: გარეთ რომ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი!

სააკაშვილი: გარეთ რომ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი!

დღეს, 16:34 - 2026
96
       

„დღეს საქართველო ბევრად უფრო მზად არის ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს იყო! - გარეთ რომ ვიყო და საქართველოში გადაადგილება შემეძლოს, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი! საბრძოლო ფორმაში ვარ, ხალხისგან ძალიან დიდ მხარდაჭერასა და ენერგიას ვგრძნობ და მზად ვარ, საქართველოს უმძიმესი კრიზისიდან ამოთრევაში ხელახლა მივიღო მონაწილეობა!“, - აღნიშნული განცხადება მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.
 
ამასთან, სააკაშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ის თანამდებობას არ ეკიდება.
 
სააკაშვილის თქმით, ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილმა დაამტკიცა, რომ მზად არის მმართველობაში მოსვლისთვის.
 

„მე რომ თანამდებობას არ ვეკიდები, ეს იქიდან ჩანს, რომ 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარე, ასევე იყო 2007 წელს, რაზეც დღეს არის ეს ე.წ. პროცესი - მაშინ თბილისში აქციები პატარკაციშვილის დაფინანსებით, რომელიც რუსი კრიმინალი ოლიგარქი იყო და ქართველი კანონიერი ქურდების დაფინანსებით მოეწყო. ამის შემდეგ პრეზიდენტობიდან გადავდექი და ჩემი ბედი ქართველ ხალხსა და ამომრჩეველს გადავაბარე. ყველამ საკუთარ თავს დაუსვას კითხვა, იქნებოდა თუ არა ქვეყანა ბევრად უფრო მდიდარი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? გავიდოდა თუ არა ქვეყნიდან 700 000 ადამიანი და დაბრუნდებოდა თუ არა უკვე გასულების ნაწილი უკან, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? იარსებებდა თუ არა მეტი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? იქნებოდა თუ არა საქართველო განუზომლად მაგარი ქვეყანა, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? დაბრუნდებოდა თუ არა ქვეყანაში კორუფცია და კრიმინალი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? მოვატანინებდი თუ არა უკან თითოეულ მოპარულ თეთრს, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? იქნებოდა თუ არა საქართველო აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში ყველაზე ახლო მეგობრებს შორის, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? იქნებოდა თუ არა საქართველოში 800 000 სოციალურად დაუცველი პირი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? ექნებოდა თუ არა საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო რეპუტაცია, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? - აქ კურსის გაგრძელებაზეა საუბარი და არა ჩემი მმართველობის და ჩემი თანამდებობაზე ყოფნის გაგრძელებაზე! ეს ჩვენს მომავალსაც ეხება! ამ კითხვაზე პასუხი არის ჭეშმარიტება. ყველაფერი დანარჩენი არის პროპაგანდისტული ნისლი და რუსულ-ქოცური ნარატივის გამეორება ან ბიპოლარული აშლილობის გამოვლინება. სიმართლე იმაშია, გარდა გაუბედურებული, ნამუსახდილი და ნამუსდაკარგული ადამიანებისა, ვინც მაგალითად, დაცარიელებულ ცაგერში აიპსა და სსიპ-შია გაფორმებული და 350 ლარს იღებს, მიშტერებულია „იმედს“ და იმეორებს, რომ ევროპა გვრყვნის და სისხლიანი 9 წელი იყო. გუშინ აჩვენეს, რომ რაჭიდან მოსახლეობის 2/3 არის გასული, მიგდებული თანხა ძლივს ყოფნის, ხორცს მაინც ვერ ყიდულობს, ინფრასტრუქტურა მთლიანად მონგრეულია და ინტერვიუს დროს ამტკიცებს, „ყველაფერი კარგად არის“. როგორ უნდა გამოიშტერო ადამიანმა თავი! მაგრამ ასეთი მხოლოდ რამდენიმე პროცენტია და უნდათ, რომ ყველანი ასეთები ვიყოთ! არსებობს აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ყველაფერში მშვენივრად გარკვეულია და მხარს უჭერს ჩემს კურსს, რადგან მის ცხოვრებაში იმ ცხრა წელზე უკეთესი არაფერი უნახავს. ასევე არსებობს მიშას თაობა - ასპარეზზე ახალგამოსული თაობა, რომელიც სულ უფრო უკეთესად ერკვევა მაშინდელი რეფორმების მნიშვნელობაში და რუსულ-ქოცურ პროპაგანდისტულ კლიშეებს აღარ ჭამს. არსებობს მდუმარე უმრავლესობა, რომელიც ჩემი სახელის ხსენებაზე დააკომპლექსეს, მაგრამ ძალიან სწრაფად თავისუფლდება ამ კომპლექსისგან. მე ბევრი გესაუბრეთ წარსულზე, მაგრამ მე არ გეპატიჟებით წარსულში. მე თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის და უკეთ ვხედავ მომავალს. მე არც ერთი თანამდებობა არ მინდა, მაგრამ უნდა დაფასდეს შრომა, უამრავი გამოცდილი პატრიოტი ადამიანი. მასთან ერთად განსაკუთრებული როლი უნდა მოვაკუთვნოთ ახალგაზრდობას , რომლის საუკეთესო ნაწილმა დაამტკიცა, რომ მზად არის მმართველობაში მოსვლისთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები