აქციის მონაწილეებზე იარაღით თავდასხმაში დავით მიქაძე და ისლამ წუწაშვილი მონაწილეობდა

აქციის მონაწილეებზე იარაღით თავდასხმაში დავით მიქაძე და ისლამ წუწაშვილი მონაწილეობდა

7-12-2024, 04:45 - 2024
1 411

აქციის მონაწილეებს სანაპიროზე რამდენიმე საათის წინ იარაღიანი პირები თავს დაესხნენ.
 
ისინი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს.
 
მოძალადე ჯგუფიდან ორის იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა, ერთ-ერთი დავით მიქაძე იყო, რომელიც ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ახლო მეგობარია.
 
მეორე პირი კი პანკისელი მოჭიდავე ისლამ წუწაშვილია, რომელმაც დაპირისპირების დროს ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.
 
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გაწმინდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს. დაპირისპირებაც მაგ დროისთვის მოხდა.
 
კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ დავით მიქაძე და ისლამ წუწაშვილი, მესამე პირთან ერთად შავი ჯიპებიდან გადმოდიან და დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა