ლიბიაში, მუამარ კადაფის ვაჟი მოკლეს

ლიბიაში, მუამარ კადაფის ვაჟი მოკლეს

დღეს, 00:29 - 2026
69
       

ლიბიაში, მუამარ კადაფის ვაჟი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს.
 
Routers-ის ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის ვაჟი 53 წლის იყო. მისი სიკვდილის გარემოებები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
 
ადრე ის კადაფის მემკვიდრედ და „რეფორმატორად“ ითვლებოდა, თუმცა 2011 წელს მან აჯანყების სასტიკ ჩახშობაში მიიღო მონაწილეობა.
 
2015 წელს, მას დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიესაჯა, თუმცა სასჯელი სისრულეში არ მოუყვანიათ. მოგვიანებით, საიფ ალ-ისლამმა პოლიტიკაში დაბრუნება სცადა და პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო, თუმცა მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები