GTA VI-ის გამოცემა კვლავ გადაიდო

GTA VI-ის გამოცემა კვლავ გადაიდო

გუშინ, 17:01 - 2025
114
       

Rockstar Games-მა საკულტო თამაშის Grand Theft Auto-ს მეექვსე ნაწილის გამოშვება კიდევ ერთხელ გადადო. კომპანიის განცხადებით, GTA VI გამოსვლის ახალი თარიღი 2026 წლის 26 მაისია.
 

„ძალიან ვწუხვართ, რომ ეს იმაზე გვიან მოხდება, ვიდრე თქვენ ელოდით. Grand Theft Auto-ს ირგვლივ არსებული ინტერესი და მოლოდინი ჩვენი გუნდისთვის ნამდვილად შთამბეჭდავია. გვსურს, რომ მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისა და მოთმინებისთვის იმ დროს, როდესაც ჩვენ თამაშის დასრულებაზე ვმუშაობთ. ყოველი თამაშის გამოცემისას, ჩვენი მიზანი იყო თქვენი მოლოდინებისთვის გადაგვეჭარბებინა და გამონაკლისი არც Grand Theft Auto VI იქნება. ვიმედოვნებთ, გაგვიგებთ - ჩვენ ეს დამატებითი დრო გვჭირდება იმისათვის, რათა წარმოგიდგინოთ ისეთი ხარისხის პროდუქტი, როგორსაც ელით და იმსახურებთ“, - წერია Rockstar Games-ის განცხადებაში.

 
აღსანიშნავია, რომ Rockstar Games-მა Grand Theft Auto-ს ამ დრომდე ბოლო ნაწილი (GTA V) 2013 წელს გამოუშვა. მეოთხე და მეხუთე ნაწილებს შორის კი 5-წლიანი პაუზა იყო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები