თავისუფლება ირანელ ხალხს - თბილისში, ირანის საელჩოსთან აქცია იმართება.
საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ მათ ერს და აიათოლას რეჟიმის სისასტიკეს გმობენ.
ირანის მოქალაქეებს ქართველი სამოქალაქო აქტივისტებიც უერთდებიან.
„ჩემი, პირადად აქ მოსვლის მტავარი მიზანი არის, როგორც უფლებების დამცველის, ცივილიზაციის მთავარ კერას, ამერიკას მოვუწოდო დროულად დაასრულოს ირანის ტირანია და საქართველოს რეჟიმი, ყველა იმ ერის ბედი გადაწყვიტოს, სადაც რეჟიმები ბატონობენ.სამძიმარს ვუცხადებ ირანელ გმირ მოსახლეობას და თანავუგრძნობ. არის თხოვნა აშშ-ს მიმართ, რომ არ დაუშვას ის ბარბაროსობა, რაც სიკვდილით დასჯით არის მოსალოდნელი ახალი თაობის მიმართ. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ დედამიწაზე ერთხელ და სამუდამოდ იმეფოს ცივილიზებულმა დემოკრატიამ“, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
















