CBS NEWS: ირანის ხელისფულებამ ქვეყანაში ინტერნეტი გათიშა

CBS NEWS: ირანის ხელისფულებამ ქვეყანაში ინტერნეტი გათიშა

9-01-2026, 01:50 - 2026
2 791
       

CBS News-ს ცნობით, ირანის ხელისუფლებამ დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე სხვა რეგიონში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდა ან სრულად გათიშა.


თეირანში მყოფმა რამდენიმე წყარომ CBS News-ს დაუდასტურა, რომ დედაქალაქში ინტერნეტი გათიშული იყო.

წყაროს თქმით, მხოლოდ ზოგიერთ მოქალაქეს, უფრო სტაბილური, ბიზნეს-ტიპის ინტერნეტანგარიშებით,კვლავ ჰქონდა ქსელზე წვდომა, თუმცა მოქალაქეთა უმრავლესობა ინტერნეტით ვეღარ სარგებლობს.

სოციალურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ინტერნეტსერვისი ასევე გათიშული ან მკაცრად შეზღუდული იყო ესფაჰანში, ლოდეგანში, აბდანანში და შირაზის ზოგიერთ ნაწილში.

ცნობისთვის, 29 დეკემბრიდან ირანის დედაქალაქ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე აქციები იმართება.

New York Times წერს, რომ გასულ შაბათ-კვირას ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები