პირები, რომლებიც გუშინ, 20 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამომსვლელებს და მათ შორის, პრეზიდენტ ზურაბიშვილს ლაზერებს ანათებდნენ და ხელის შეშლას ცდილობდნენ, ძირითადად „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები არიან.
„მთავარმა არხმა“ მათი იდენტიფიცირება შეძლო. ისინი ძირითადად მთაწმინდისა და ვაკის რაიონულ ორგანიზაციებში მუშაობენ.
მაგალითად: დავით არჩვაძე - ვაკის ახალგაზრდული ფრთა. ასევე 2014-2017 წლებში მთაწმინდაზე „ოცნების“ გამგებლის, გელა არჩვაძის შვილი;
დავით მირიანაშვილი - მთაწმინდის ახალგაზრდული ფრთა და ჩუღურეთის რაიონის საუბნო განყოფილება.
საბა გორგაძე - „ოცნების“ ვაკის ახალგაზრდული ფრთა. გორგაძე ფიგურირებს რამდენიმე თვის წინ, თსუ-ს ეზოში მომხდარ დაპირისპირებაშიც, როდესაც კობახიძის ლექციის დროს, „ოცნების“ აქტივისტები ახალგაზრდებს დაუპირისპირდნენ.
საბა ჯულაყიძე - „ოცნების“ წევრი.
თავად სასტუმრო „მონოგრაფი“ კი საიდანაც დასახელებული პირები ლაზერებს ანათებდნენ შემდეგ კი პლედებში დაიმალნენ, „ოცნების“ დეპუტატს ანტონ ობოლაშვილს ეკუთვნის. ობოლაშვილი ამტკიცებს, რომ მომხდარზე ინფორმაცია არ აქვს:
„ჩემი საკუთარია, მაგრამ სტუმარი ვინ შედის და ვინ გადის, რატომ უნდა იცოდეს ანტონ ობოლაშვილმა? ...არ ვიცი რა გააკეთეს, ახლა ვეცნობი ინფორმაციას" უთხრა ობოლაშვილმა "მთავარს“.