კვერცხი, რომელიც იანვარში 5.46%-ით გაძვირდა, 5%-ით გაიაფდება

კვერცხი, რომელიც იანვარში 5.46%-ით გაძვირდა, 5%-ით გაიაფდება

გუშინ, 20:28 - 2026
155
       

.მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიების (სავანეთი, დილა, კოდა და კუმისი) ცნობით, მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე ფასს შეამცირებენ. 


კომპანიები აღნიშნავენ, რომ კვერცხის 5%-ით გაიაფების გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის მიერ სასურსათო პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღეს.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით კვერცხის ფასი 5.46%-ით გაძვირდა. კვერცხის მწარმოებლები ამბობდნენ, რომ 1 კვერცხის ღირებულებამ 1-2.5 თეთრით მოიმატა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები