საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ხვდება.
მინისტრის მოადგილე თსუ-ს ლექტორებს, პროფესორებს, აკადემიკოსებსა და დეკანებთან მართავს შეხვედრას.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხია.
ინფორმაციისთვის, ზვიად გაბისონიამ გუშინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და 70-მდე პროფესორ-მასწავლებელთან გამართა შეხვედრა, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ მონაწილეებთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თემაზე იმსჯელა.
















