თსუ-სა და სტუ-ს სტუდენტები და ლექტორები აქციას მართავენ | დაგეგმილია მარში

თსუ-სა და სტუ-ს სტუდენტები და ლექტორები აქციას მართავენ | დაგეგმილია მარში

გუშინ, 20:48 - 2026
81
       

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები და ლექტორები აქციას მართავენ.


პროტესტის მონაწილეები აპროტესტებენ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.

სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა თსუ-ს რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან, საჯარო შეხვედრის გამართვა.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათ სურთ რექტორთან შეხვედრა პირდაპირ ეთერში და არა დახურულ კარს მიღმა, რადგან, მათი თქმით, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება ყველას ეხება და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რა ელოდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს.

„სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტზე ძალადობა ხდება. გივი მიქანაძემ ისე გადაწყვიტა გაერთიანება, რომ არც რექტორებმა და არც სტუდენტებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ახალი რეფორმით უნივერსიტეტებისთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შელახვას ცდილობენ. სტუდენტები აირბენენ ბრძოლას და პროტესტს. სტუდენტებს და ლექტორებს მოვუწოდებ, გარეთ გამოსვლა და გაპროტესტებას. სახელმწიფოს ეშინია სტუდენტების გამოსვლის და პროტესტის. საჭიროა გარეთ გამოსვლა, დავანახოთ რამდენი ვართ და უარს იტყვიან გადაწყვეტილებაზე. ერთადერთი მოქმედება, რაც ბრძოლას მიზნამდე მიიყვანს, არის გარეთ გამოსვლა და პროტესტი - ავტონომია უნივერსიტეტს“,- აცხადებენ სტუდენტები სიტყვით გამოსვლისას.

პარალელურად აქცია იმართება ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში. 

როგორც თსუ-ს სტუდენტები აცხადებენ, ისინი მსვლელობით მივლენ ტექნიკურ უნივერსიტეტთან და შეუერთდებიან პროტესტის მონაწილეებს.

ფოტო: IPN

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები