ჭყონია კობახიძესთან შეხვედრამდე: იმდენი რამ მაწუხებს, ერთი შეხვედრა არ ეყოფა

ჭყონია კობახიძესთან შეხვედრამდე: იმდენი რამ მაწუხებს, ერთი შეხვედრა არ ეყოფა

4-07-2025, 17:46 - 2025
689
       

„მე იმდენი რამ მაწუხებს, რომ ამას ერთი შეხვედრა არ ეყოფა, არ მგონია, კრიზისზე ერთ საათში წყდებოდეს თემა“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრამდე განუცხადა.
 

„ჩემი სათქმელისთვის არ ვარ, მე მგონი, დაბარებული. მე იმდენი რამ მაწუხებს, რომ ამას ერთი შეხვედრა არ ეყოფა. არ მგონია, კრიზისზე ერთ საათში წყდებოდეს თემა“, -აღნიშნა ჭყონიამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეხვედრა მიმდინარეობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები