აკრძალვა მძღოლებისთვის | პარლამენტი ახალ კანონს განიხილავს

აკრძალვა მძღოლებისთვის | პარლამენტი ახალ კანონს განიხილავს

დღეს, 12:46 - 2026
124
       

„პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


როგორც კობახიძემ განაცხადა, 2012 წელს საქართველოში 864 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა.

„საქართველოში ავტოსატრანსპორტოს საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2012 წელს საქართველოში 864 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა. ვხედავთ, რა მასშტაბზეა საუბარი. ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება არის აუცილებელი. ამისთვის, ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას მცირე გამონაკლისები იქნება გათვალისწინებული. თუმცა, ვფიქრობთ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს ქვეყანაში შემოყვანილი. ეს არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიისთვის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები