BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა.
შესაბამის ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანიასთან BBC-ის სპიკერი აცხადებს, ისინი მხარს უჭერენ დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას.
„საჩივრების განხილვის დადგენილი პროცესის შესაბამისად, ვადასტურებთ, რომ მოსარჩელეს მათ კითხვებზე პასუხი უკვე გავეცით. ჩვენ მხარს ვუჭერთ BBC Eye-ის დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას და ჩვენს დამოუკიდებელ, საგამოძიებო ჟურნალისტიკას თბილისში მიმდინარე პროტესტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირების შესახებ“, - განაცხადა BBC-ის სპიკერმა.
ცნობისთვის, საჩივარი ეხება BBC--ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასა და დოკუმენტურ ფილმს, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.










