ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შემდეგ ხელმძღვანელი ლევან იზორია იქნება

ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შემდეგ ხელმძღვანელი ლევან იზორია იქნება

დღეს, 18:25 - 2026
71
       

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსტიტეტისა და საქართველოს ტექნიკურიო უნივერსიტეტის გაერთიეანების გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ მიიღო, რომელიც ყველასთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა.
 
აღნიშნული ინფორმაცის გავრცელებას პროტესტი მოჰყვა ორივე უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს შორის, გუშინ ქუჩაში გამოვიდნენ როგორც სტუ-ს, ისე თსუ-ს სტუდენტები, ლექტორები და დეკანები.
 
აქციები დაგეგმილია დღესაც. რაც შეეხება ორი უნივერსიტეტის გაერთიენების შემდეგ ხელმძღვანელის პოსტს, EDU.ARIS.GE ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ პოსტზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია განიხილება.

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი და თავდაცვის ყოფილი მინისტრია. ის ამჟამად ირაკლი კობახიძის მრჩეველის პოსტს იკავებს.  მრჩევლობასთან ერთად, დღემდე, ლევან იზორია საუნივერსიტეტო რეფორმის სამთავრობო კომისიის მდივანია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები