როგორი ამინდი იქნება საქართველოში?! | სრული პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში?! | სრული პროგნოზი

გუშინ, 17:28 - 2026
272
       

24-25 იანვარს, საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 26 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 
მათივე ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი ღამით -2, 0, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
 
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, +8, დღისით +14 +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +4, +6, დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
 
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, +2, დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4, -6, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
 
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4 -6, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
 
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5, დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
 
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5 -7, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
 
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -10, დღისით -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები