შარმანაშვილი: ჯაფარიძე ედებატოს ვისაც პარტია გამოუყოფს

შარმანაშვილი: ჯაფარიძე ედებატოს ვისაც პარტია გამოუყოფს

დღეს, 17:09 - 2026
128
       

„ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ - აქვს არგუმენტები?! ედებატოს იმას, ვისაც ჩვენი პარტია გამოყოფს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 
მისივე თქმით, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა თავად უნდა განსაზღვრონ, კონკრეტულ შემთხვევაში თავისი პოზიცია ვინ უნდა წარადგინოს.
 
როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძის გადასაწყვეტია, გამართავს თუ არა ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან დებატებს.
 
„ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სად გინახავთ გაურკვეველი რეიტინგის მქონე ადამიანს ასე პირდაპირ ედებატა?! თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია, ირაკლი კობახიძის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. რაც მთავარია, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა თავად უნდა განსაზღვრონ, კონკრეტულ შემთხვევაში თავისი პოზიცია ვინ უნდა წარმოადგინოს. თუ ზურა გირჩი ჯაფარიძე გადაწყვეტს, რომ თავისი ორგანიზაციის პოზიცია თვითონ უნდა წარმოადგინოს, ჩვენი ორგანიზაცია გადაწყვეტს, ჩვენს პოზიციას ვინ წარმოადგენს. ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ. უნდა, აქვს არგუმენტები?! ედებატოს იმას, ვისაც ჩვენი პარტია გამოყოფს. თავად კობახიძე გადაწყვეტს ამის გაკეთებას?! მაშინ თვითონ გააკეთებს. სხვას დაევალება ამის გაკეთება?! სხვა გააკეთებს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ დებატებთან დაკავშირებით სერიოზულად მოსაზრებების გაცვლა არც კი დაწყებულა და ზოგი ოპოზიციონერი უკვე უარს ამბობს.
 
„დარწმუნებული ვარ, საქართველოში დებატების კულტურის ხელახლა მობრუნებას ხელს შევუწყობთ. ეს ადრე იყო, თუმცა შემდეგ გაქრა. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს აუკრძალეს ნებისმიერი კონტაქტი ჩვენთან. ეს თვითონ აქვთ ნათქვამი. მაგალითად, „გამჭვირვალობის კანონზე" როცა იყო საუბარი ამბობდნენ, შინაარსში არ შევიდეთ, ეს მათი მოედანიაო. ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
 
ცნობისთვის, დებატებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადების პასუხად, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის დებატებში პერსონალურად ირაკლი კობახიძეს იწვევს.
 
„პირადად შენ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ დროს“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

მანამდე, კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში დებატები უნდა დაბრუნდეს.
 
„ვალდებული ვართ, ხალხს დავუბრუნოთ დებატებით სარგებლობის უფლება - უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები