ცნობილია, რა სახის დოკუმენტაცია გამოითხოვა სუს-მა კომპანიებისგან

ცნობილია, რა სახის დოკუმენტაცია გამოითხოვა სუს-მა კომპანიებისგან

დღეს, 16:21 - 2026
80
       

სუს-ი ათობით სარეალიზაციო და სადისტრიბუციო კომპანიაში -ფაქტთან დაკავშირებით „რითეილ ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
 

„განვმარტავთ, რომ დღეს, 22 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შესაბამისი განჩინების საფუძველზე,მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები. ასოციაციის ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით. გამოთხოვილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, მისი თავმოყრა, დამუშავება და წარდგენა საჭიროებს დამატებით დროს. შემდგომი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ოფიციალური განმარტება“, - წერია განცხადებაში.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვადასხვა სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიების ოფისებში შევიდა. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები