ზურაბ ჯაფარიძემ ირაკლი კობახიძე დებატებში გამოიწვია

ზურაბ ჯაფარიძემ ირაკლი კობახიძე დებატებში გამოიწვია

დღეს, 20:22 - 2026
90
       

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ ხალხს უნდა დაუბრუნონ დებატებით სარგებლობის უფლება.


ზურაბ ჯაფარიძე დებატებში პერსონალურად ირაკლი კობახიძეს იწვევს.

„პირადად შენ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ დროს“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, უნდა ჰქონდეთ საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები