წულუკიანი: გახარიამ კომისიაზე მოსვლა იარაღიანი დაცვით მოითხოვა, იმდენი ვქენით, ეს ადამიანი ქვეყნიდან გავაქციეთ და რომელი დებატის წაგებაზეა საუბარი?

წულუკიანი: გახარიამ კომისიაზე მოსვლა იარაღიანი დაცვით მოითხოვა, იმდენი ვქენით, ეს ადამიანი ქვეყნიდან გავაქციეთ და რომელი დებატის წაგებაზეა საუბარი?

დღეს, 16:04 - 2026
137
       

„შარაშიძემ ბრძანა, იმიტომ არ ვიღებთ მონაწილეობას, რომ წულუკიანთან დებატში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარია გამარჯვებული გამოვიდა და უკვე დაგამარცხეთო - დასკვნაში წერია, რომ გახარიამ, თავისი ერთპიროვნული და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით, საქართველოს ძალიან დიდი ტერიტორია დაუკარგა - დებატის შედეგი ისაა, რომ გავაქციეთ ეს ადამიანი ქვეყნიდან და რომელ წაგებაზეა საუბარი, არ ვიცი“, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, გიორგი შარაშიძეს.
 
მიმართვისას წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ „ჩემს გვარს სანამ ახსენებთ, იცოდეთ, ეს ვერ იქნება უფასო ხსენება“.
 

„გიორგი შარაშიძემ ბრძანა, დებატებში იმიტომ არ ვიღებთ მონაწილეობას, რომ ქალბატონ წულუკიანთან დებატში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარია გამარჯვებული გამოვიდა და ჩვენ თქვენ უკვე დაგამარცხეთო. ბატონო თავმჯდომარე, არ მახსოვს გითხარით თუ არა, მაგრამ გახარიამ, სხდომაზე მოსვლა რომ გადაწყვიტა, ჩვენგან მოითხოვა, რომ თუ ის მოვიდოდა, მოვიდოდა მხოლოდ დაცვის თანმხლებით. არ აპირებდა თავიდან მოსვლას, ბრიფინგი ჰქონდათ პარტიაში ჩანიშნული. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ თუ ადამიანს აქვს შიში და შფოთვა, მოვიდეს დაცვასთან ერთად, არ არის არავითარი პრობლემა. ასეთ შემთხვევაში, მე ბატონი გიორგის [შარაშიძის] ადგილას ნაკლებად ომახიანად ვისაუბრებდი რაღაცა ტიპის უხორცობაზე და უშიშრობაზე. შემდეგ, როდესაც დაცვა მოვიდა, არ ვიცი, გითხარით თუ არა, უნდა მეთქვა, ქვევით იყო საუბარი, რომ ეს დაცვა იარაღით აპირებდა შემოსვლას. აქაც კითხვის ნიშნები მიჩნდება, ვისგან ვიცავდით ამ ადამიანს იარაღით. ცნობილია და მით უმეტეს, ყოფილი შს მინისტრისთვის უნდა იყოს ცნობილი, რომ მე არ მაქვს ჩემს თავზე გაფორმებული იარაღი, მით უმეტეს ტარების უფლებით. ასე ვთქვათ, არ ვისვრი. ასე იყვნენ კომისიის წევრებიც. ამიტომ, ბატონო გიორგი, ჩემს გვარს სანამ ახსენებთ, იცოდეთ, რომ ეს ვერ იქნება „უფასო ხსენება“ ხოლმე. ეს დებატი ჩვენ, მე და ბატონმა გახარიამ, რომელსაც დიდი ეჭვიც მაქვს და ამბიციაც, რომ თქვენზე კარგად ვიცნობ, მოვიგეთ თუ წავაგეთ, იმდენი პოლიტიკა ვისწავლე და მესმის, რომ მე ეს არ უნდა გადავწყვიტო. ამას ხალხი წყვეტს, ვინც გვიმზერდა. თქვენი პარტიის თქვენზე უფრო მეტად გამოცდილმა და გონიერმა ქალბატონებმა გამოითხოვეს [კომისიის] დასკვნა და არაერთი ეგზემპლარი გადავეცით. გაეცანით, პირდაპირ წერია, რომ გახარიამ, თავისი ერთპიროვნული და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით, საქართველოს დაუკარგა ძალიან დიდი ტერიტორია, რომელსაც დღეს ოკუპანტი სახელმწიფო - რუსეთი აკონტროლებს. რომ არა ეს გადაწყვეტილება, დღეს იქ სხვა ვითარება იქნებოდა. ეს არის ფაქტებით დაფუძნებული, დასკვნაში წერია, წაიკითხეთ. ამიტომ, დებატი ვინ ვის მოუგო მაშინ, ეს დასკვნაში წერია. მეორე მოსვლისას, ასევე ერთი დიდი, უშველებელი ვაი-ვიში იყო, მოვიდეს-არ მოვიდეს [გახარია]. ბოლოს მოვიდა, ოღონდ მისმა თანაშემწემ გვითხრა, რომ მგონი, 5-6 კაცი მოჰყვებოდა. მე შეიძლება ცუდი რეპუტაცია მქონდეს ხასიათის და სხვა რაღაცა მიდგომების თუ პირდაპირობის გამო, მაგრამ თუ ხელჩართული ბრძოლა გაიმართება, იქ 5 კაცი არ მჭირდება. ერთი კაციც საკმარია, რომ ძირს დამცეს. ამიტომ, ვისთან საჩხუბრად მოდიოდა, არ ვიცი. ბოლოს იმდენი ვქენით და დებატის შედეგი დადგა ის, რომ გავაქციეთ ეს ადამიანი ქვეყნიდან და რომელი დებატის წაგებაზეა საუბარი, არ ვიცი. მოდით ახლა დავსერიოზულდეთ, თქვენ, უპირველესად და შემდეგზე ბატონო გიორგი, მე გელოდებით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან, მიბრძანდებით დაცვის და იარაღის გარეშე, დაუსხდებით ჩვენი პარტიის წარმომადგენელს, თუნდაც გუშინ მოსულს პოლიტიკაში, რომელიც თქვენზე ძლიერი იქნება დებატში“, - განაცხადა წულუკიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები