თბილისში, ირანის საელჩოსთან კაცი ცუდად მას შემდეგ გახდა, რაც გაიგო, რომ მისი ოჯახის წევრი ირანში აქციაზე მოკლეს

თბილისში, ირანის საელჩოსთან კაცი ცუდად მას შემდეგ გახდა, რაც გაიგო, რომ მისი ოჯახის წევრი ირანში აქციაზე მოკლეს

დღეს, 20:43 - 2026
133
       

ცოტა ხნის წინ თბილისში, ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე კაცს ხალხის დახმარება დასჭირდა. 


მოქალაქე მას შემდეგ გახდა ცუდად, რაც შეიტყო, რომ მისი ოჯახის წევრი ირანში საპროტესტო აქციებისას მოკლეს. 

შეგახსენებთ, რომ ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდამჭერი აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან დაკავშირებას. 

ცნობისთვის, ირანში 28 დეკემბრიდან გრძელდება მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი, რომელიც მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა, ინფლაციამ და ხელისუფლების რეპრესიებმა გამოიწვია. აქციებს თან ახლავს ძალადობრივი ჩახშობა, ინტერნეტის ბლოკირება და ათასობით ადამიანის დაკავება. 

საერთაშორისო მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ათიათასებს აღწევს, მაშინ როცა ირანის ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაბალ მაჩვენებლებს ასახელებს და ძალადობაში „ტერორისტულ ჯგუფებს“ ადანაშაულებს.

პროტესტების ფონზე თეირანი საგარეო საფრთხეებზეც საუბრობს და აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ რეგიონულ ქვეყნებს მკაცრი გაფრთხილებებით მიმართავს. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები