ჩიტაძის ქუჩაზე პოლიცია სპეცრაზმმა ჩაანაცვლა

ჩიტაძის ქუჩაზე პოლიცია სპეცრაზმმა ჩაანაცვლა

2-12-2024, 21:49 - 2024
79

ჩიტაძის ქუჩაზე განლაგებული პოლიციელები სპეციალური დანიშნულების რაზმა ჩაანაცვლა. სპეცრაზმს კორდონი აქვთ გაკეთებული ჩიტაძის ქუჩაზე.

ისმის გაფრთხილების ხმაც. სპეცრაზმი მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული საშუალებები. სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს ჭიჭინაძის ქუჩაზეც.

ამასთან, პარლამენტის წინ შეკრებილების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც პარლამენტის ეზოშია განლაგებული, პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა