ცესკომ მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე გადაწყვეტილება მიიღო

ცესკომ მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე გადაწყვეტილება მიიღო

26-10-2024, 13:37 - 2024
160
       

მარნეულის 69-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე  გამოეხმაურა. 

გიორგი კალანდარიშვილი მარნეულის საოლქო კომისიას მოუწოდებს სწრაფად მოიწვიოს კომისიის სხდომა, გაერკვეს სიტუაციაში და სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს.

„ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში  იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალხნიანი ძალისხმევა, რომელიც კენჭისყრის დღესთან მიმართებაში ჩავდეთ. მე მინდა მოვუწოდო და მივმართო მარნეულის საოლქო კომისიას სასწრაფო წესით გაერკვეს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. სანამ მოხდება ამ ფაქტის დადასტურება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მინდა ვთხოვო სამინისტროს რომ სწრაფ ტემპში განხორციელდეს ღონისძიებები. ყველა ასეთი შემთხვევა შეესაბამება თუ არა სინამდვილეს, აზიანებს საარჩევნო გარემოს და ინსტიტუციის რეპუტაციას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები