ისრაელის სამხედრო ავიაციამ დამასკოს გარეუბანში მდებარე ობიექტები დაბომბა,- ამის შესახებ ინფორმაცია სირიის სამთავრობო მედიამ გაავრცელა.
სირიის სამთავრობო მედიის თქმით, ისრაელის ავიაციამ შეტევა ლიბანის ტერიტორიიდან განახორციელა.
მედიის ინფორმაციით, შეტევას მოჰყვა მატერიალური ზარალი, თუმცა ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.