საქართველოში OneRepublic-ის კონცერტი გაიმართება - ცნობილია, რა ეღირება ბილეთი

საქართველოში OneRepublic-ის კონცერტი გაიმართება - ცნობილია, რა ეღირება ბილეთი

31-01-2022, 09:45 - 2022
1 042
       

Black Sea Arena-ს განცხადებით, საქართველოში 2022 წლის 28 მაისს ამერიკული პოპ-როკ ბენდის OneRepublic-ის კონცერტი გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, კონცერტი კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ მქონე მსმენელებს შეეძლებათ.
ამასთანავე, ცნობლია ისიც, რომ ბილეთის საფასური 80, 100, 120, 170 და 300 ლარი იქნება.

ცნობისთვის, OneRepublic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს ჩამოყალიბდა, პირველ მნიშვნელოვან აღიარებას კი 2007 წელს, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ამ კომპოზიციის წარმატება გაიზიარა სადებიუტო ალბომმაც, სახელწოდებით Dreaming Out Loud, რომელშიც ბენდის სხვა პოპულარული ჰიტებიც Say (All I Need) და Stop and Stare გვხვდება.

OneRepublic-ისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური ალბომი Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3 მილიარდი მოსმენით და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი გახდა, ბენდი კი ახალი თაობის საყვარელ პროექტად იქცა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები