როგორი ნიღაბი უნდა გამოვიყენოთ რეინფიცირებისგან თავის დასაცავად

როგორი ნიღაბი უნდა გამოვიყენოთ რეინფიცირებისგან თავის დასაცავად

7-02-2022, 12:50 - 2022
1 275
       

იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, რეინფიცირებისგან თავის დასაცავად უმჯობესია, გამოვიყენოთ „რესპირატორი“ ნიღაბი, რომლის გამოყენებაც 4-6 საათზე უფრო ხანგრძლივადაც შეიძლება.

„ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე. ის ნიღაბი, რომელიც უფრო მაღალი დაცვის მქონე არის, ე.წ. რესპირატორი N95, იქ დაცვის მაჩვენებელი 85%-მდეა. თუ ჩვენ ნიღაბს ვატარებთ და გვინდა, რომ ნიღბის საშუალებით ვიყოთ დაცული, უმჯობესია, რომ გამოვიყენოთ ეს ნიღაბი, „რესპირატორი“. შეგიძლიათ, ეს ნიღაბი გამოიყენოთ უფრო ხანგრძლივად, 2-3 დღეც კი შესაძლებელია“, - განაცხადა ჩხაიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები