ტურისტული კომპანია FLY24 ქართულ ბაზარზე გამოჩნდა

ტურისტული კომპანია FLY24 ქართულ ბაზარზე გამოჩნდა

24-08-2024, 15:26 - 2024
259
       

ქართულ ბაზარზე ტურისტული კომპანია FLY24  გამოჩნდა

აღნიშნული, ტურისტული კომპანია ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა და მისი მიზანია, მოგზაურობით დაინტერესებულ პირებს ბიუჯეტურ ფასად შესთავაზოს  დასვენება სხვადასხვა ქვეყანაში.

„კომპანიის ჩამოყალიბების მიზანი იყო, რომ მოგზაურობით დაინტერესებულ პირებს, შევთავაზოთ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა მათთვის ხელსაყრელი ბიუჯეტის შესაბამისად, ვურჩიოთ მათ რეკომენდირებული სასტუმროები, დავუგეგმოთ სრული ტური და გავუწიოთ მათთვის მისაღები კონსულტაცია”, - აცხადებს აკაკი გურგენიძე, FLY24-ის დირექტორი

FLY24-ში, შეგიძლიათ შეიძინოთ ავიაბილეთები , სასტუმროები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სამოგზაურო დაზღვევა, კომბინირებული ტურები, ტრანსფერები და მუზეუმის ბილეთები.

როგორც, აკაკი გურგენიძე აცხადებს კომპანიის გეგმებშია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში კომპანიის ოფისების გახსნა.

„ჩვენი მიზანია, ავითვისოთ საქართველოს ბაზარი სრულად, სამომავლოდ გეგმაში გვაქვს, გავხსნათ ოფისები სხვადასხვა ქალაქში”, - აცხადებს აკაკი გურგენიძე.

ტურისტული მომსახურებით დაინტერესებული პირები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ნომერზე: +995 501 778 015

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები