ტელეკომპანია „თრიალეთის“ განცხადებით, არხის სატელიტური მაუწყებლობა შეწყდა. 9 იანვარს შემოსავლების სამსახურმა მათ ინკასო დაადო.
„სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია. ხელისუფლების სისტემური ზეწოლის შედეგად ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გამო, დღეს ტელეკომპანია თრიალეთის სატელიტური მაუწყებლობა შეწყდა. ეს არის თრიალეთის განადგურებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც შურისძიებით მოქმედმა ხელისუფლებამ უკვე „წარმატებით“ განახორციელა. შემოსავლების სამსახური კანონდარღვევით ახორციელებს ზეწოლას თრიალეთზე. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში მათ 3-ჯერ დაადეს ინკასო კომპანიის ანგარიშებს, ჩამოაჭრეს თანხები, შემდეგ მოხსნეს და კვლავ აღადგინეს შეზღუდვა - არა მხოლოდ საგადასახადო აღსრულების მიზნით, არამედ დამოუკიდებელი მედიის ეკონომიკური დესტაბილიზაციისთვის“, - წერს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“.
თრიალეთის განცხადებით, სახელმწიფომ კანონით გათვალისწინებულ საგადასახადო შეთანხმების მექანიზმზე მათ უარი უთხრა, რაც მათივე განცხადებით, პოლიტიკური შურისძიებაა.

















