პოლონეთმა ივანიშვილის რეჟიმის სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენლის წინააღმდეგ სამოგზაურო სანქციები დააწესა.
ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე გაავრცელა.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ მოხდვა სანქციათა სიაში, თუმცა შავ სიაში შეყვანილ პირებს დღეიდან პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელის წინააღმდეგ სანქციები ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიებისა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებული ძალადობის პასუხად დააწესეს.
„საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების პასუხად, პოლონეთმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც ასევე პასუხისმგებელნი არიან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. პოლონეთი მხარს უჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთი რიგით მე-8 ქვეყანაა, რომელმაც ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. დასავლეთის მიერ დასანქცირებულები არიან: ივანიშვილი და მისი ოჯახის 4 წევრი, 32 მაღალჩინოსანი, 33 მოსამართლე, 12 პროკურორი, 10 პოლიციელი.