დასავლეთმა „ქართული ოცნების“ უკვე 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 98-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ამ პირთა სრულ სიას აქვეყნებს.
დასანქცირებულები არიან არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები.