ჩეხეთმა 3 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ჩეხეთმა 3 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

17-04-2025, 17:52 - 2025
427
       

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, ჩეხეთს ძალოვანი უწყების სამი წარმომადგენელისთვის, გდდ-ს უფროსი, ზვიად ხარაზიშვილისთვის, მისი მოადგილე, მირზა კეზევაძისთვის და საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძისთვის სამოგზაურო შეზღუდვის გარდა, დაწესებული სანქცია სამოგზაურო შეზღუდვის გარდა, ფინანსური სანქციებიც აქვს დაწესებული.
 
ჩეხეთმა აქციების დარბევაში ჩართულ სამ ქართველ ძალოვანს სანქციები 30 იანვარს დაუწესა.
 
TI-ის ცნობით, დასავლურმა სამყარომ „ქართული ოცნების“ 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 119-ის ვინაობა გასაჯაროებულია, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სამოგზაურო შეზღუდვებია დაწესებული.
 
დასავლეთის მიერ დასანქცირებულები არიან: ივანიშვილი და მისი ოჯახის 4 წევრი, 32 მაღალჩინოსანი, 33 მოსამართლე, 12 პროკურორი, 10 პოლიციელი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები