მმართველი პარტიის მფლობელი, ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი რუსეთში Российский кредит ბანკს ფლობდა.
აღნიშნული ბანკი რუსული სამხედრო მრეწველობის მეწილე იყო, რომლის წარმოებულ იარაღს რუსეთი 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ ომში იყენებდა.
აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტმა თენგო გოგიტაშვილმა მოიპოვა და ავრცელებს.
დოკუმენტებით ასევე ხდება ცნობილი, რომ ივანიშვილის ბანკს საკმაოდ დიდი წილები ჰქონდა რუსულ საწარმოებში, სადაც ამზადებდნენ ისკანდარის ტიპის რაკეტებს და სხვა სახის შეიარაღებას, რომლითაც ოკუპანტი რუსეთი 2008 წელს ქართულ მიწებს ბომბავდა.
ქართველი მილიარდერის ამ პროცესში ჩართულობის შესახებ რუსულ საჯარო სივრცეში ყველა მონაცემი მოიპოვება - რუსული ბიზნესის საძიებო სისტემაში ჯგუფი Точность იოლად იძებნება.
ირკვევა, რომ ამ სახით ეს კომპანია 1995 წლიდან 2013 წლამდე არსებობდა და გარდაიქმნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა Российский кредит-ის აქციები გაყიდა.
თუმცა, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ივანიშვილი რუსეთ-საქართველოს ომში ფიგურირებს. ჩვენს მიერ 2023 წელს მოპოვებული იქნა და გავრცელებული დოკუმენტები, სადაც ივანიშვილი აფინანსებდა რუსულ სპეცსამსახურებს, როდესაც აფხაზეთში ომი მიმდინარეობდა.