მაშინ, როდესაც სოხუმი დაეცა, ივანიშვილი რუსულ სპეცსამსახურებს აფინანსებდა

მაშინ, როდესაც სოხუმი დაეცა, ივანიშვილი რუსულ სპეცსამსახურებს აფინანსებდა

3-06-2023, 22:30 - 2023
726
       

ქართველი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი 1993 წლიდან რუსულ სპეცსამსახურებს აფინანსებდა. ეს ის თარიღია, როდესაც საქართველომ აფხაზეთი დაკარგა და სოხუმი დაეცა.


რუსულ არქივებში ბიძინა ივანიშვილის დოსიემ გაჟონა.


37 წლის ივანიშვილი, რომელიც რუსეთში ბიზნესით იყო დაკავებული, რუსულ სპეცსამსახურებს შეეკრა. 1993 წელს მას უთხრეს, რომ საქართველოში მისი ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი გაიტაცეს და გამოსასყიდს ითხოვდნენ. ოლიგარქს გამოსასყიდის გადახდა არ სურდა, ამას მისივე ინტერვიუ ადასტურებს, რომელიც 2005 წელს გაზეთ „ვედომოსტთან“ ჩაწერა.

ივანიშვილის ძმა მალევე გაათავისუფლეს, როგორც ცნობილი ხდება საქმეში რუსეთის თავდაცვის მინისტრი, გრაჩოვი და ორი ქართველი კანონიერი ქურდი ჩაერია, ერთ-ერთი ტარიელ ონიანი იყო.

მოპოვებული მასალიდან ირკვევა, რომ ივანიშვილის კავშირები რუსეთის სამთავრობო უწყებებთან ზუსტად მაშინ იწყება.

ნაპოვნია კიდევ ერთი ინტერვიუ, სადაც ოლიგარქი ივანიშვილი თავად საუბრობს, რომ რუსეთში სპეციალური დანაყოფი ჩამოყალიბდა, რომელსაც თავად აფინამსებდა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ვლადიმერ რუშაილო და რუსეთის თავდაცვის მინისტრი, პაველ გრაჩოვი - ეს ის ხალხია, რომელთანაც ახლო კავშირებს ივანიშვილი თავისე ინტერვიუში აღიარებს.

ბიძინა ივანიშვილის რუსულ მაღალჩინოსნებთან დაახლოება და რუსული სპეცსამსახურების დაფინანსება ზუსტად მაშინ დაიწყო, როცა საქართველოში ომი იყო, სოხუმი ეცემოდა და ქართველები საკუთარი სახლებიდან გაქცევით შველოდნენ თავს.



       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები