დანიის პრემიერი: მკაცრად მოვუწოდებ აშშ-ს, შეწყვიტოს გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა

დანიის პრემიერი: მკაცრად მოვუწოდებ აშშ-ს, შეწყვიტოს გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა

გუშინ, 13:48 - 2026
320
       

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა შეწყვიტოს.
 

„აშშ-ის მიერ გრენლანდიის მიტაცების აუცილებლობაზე საუბარი აბსოლუტურად უაზროა. აშშ-ს არ აქვს უფლება, დანიის სამეფოს სამი ერიდან რომელიმეს ანექსია მოახდინოს“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

 
მისი თქმით, დანია და შესაბამისად, გრენლანდია, ნატო-ს წევრია და მასზე ალიანსის უსაფრთხოების გარანტია ვრცელდება.
 
„მკაცრად მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს მუქარა ისტორიულად ახლო მოკავშირის და სხვა ქვეყნისა და სხვა ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ არ იყიდებიან“, - განაცხადა დანიის პრემიერმა.

 
მეტე ფრედერიკსენმა ეს განცხადებები მას შემდეგ გაკეთა, რაც ტრამპის ერთ-ერთი თანაშემწის, სტივენ მილერის მეუღლემ - კეიტი მილერმა - სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გრენლანდიის ამერიკის დროშის ფერებში გამოსახული რუკა, წარწერით: „მალე“.
 
დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია, შესაძლოა, აშშ-ის ანექსირებული ნაწილი გახდეს. ფრედერიკსენის აღნიშნული კომენტარების შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები