აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება.
„ჩვენ გრენლანდია გვჭირდება. ახლა ის ძალიან სტრატეგიულია. გრენლანდია ყველგან რუსული და ჩინური გემებითაა დაფარული. ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით გვჭირდება და დანია ამას ვერ შეძლებს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.
მისი თქმით, ევროკავშირს სჭირდება, რომ გრენლანდიაზე კონტროლი აშშ-მა დაამყაროს და მათ ეს იციან.

















