„გრენლანდია დანიის სამეფოს განუყოფელი ნაწილია“, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მესმის რა აშშ-ის ლეგიტიმური უსაფრთხოების საჭიროებები, მჯერა, რომ მათი მოგვარება შესაძლებელია დანიასა და აშშ-ს შორის პირდაპირი დიალოგის გზით და კოლექტიური თავდაცვის ჩარჩოებში“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება.
„ჩვენ გრენლანდია გვჭირდება. ახლა ის ძალიან სტრატეგიულია. გრენლანდია ყველგან რუსული და ჩინური გემებითაა დაფარული. ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით გვჭირდება და დანია ამას ვერ შეძლებს“, - განაცხადა ტრამპმა.

















