ნიკოლას მადურო სასამართლოში მიიყვანეს

ნიკოლას მადურო სასამართლოში მიიყვანეს

5-01-2026, 18:03 - 2026
369
       

ვერტმფრენი, რომლითაც ვენესუელას გადაყენებული ლიდერი, ნიკოლას მადურო გადაჰყავდათ, ნიუ-იორკის სასამართლოსთან ახლოს მდებარე აეროდრომზე დაეშვა.
 
ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
 
მადურო დღეს ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე წარდგება, სადაც მას ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ.
 
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავტოკოლონამ, რომელსაც მადურო გადაჰყავდა, ნიუ-იორკის შტატში, ბრუკლინში, მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრი დატოვა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები