სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის გენშტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად მიმაჩნია“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც გამოხატა მტკიცე პროტესტი გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ნიკოლ ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის გენშტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს
25-02-2021, 14:07
ავტორი: მერი ტაბატაძე
გაზიარება
მოინახულეს 102-ჯერ