განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ევროპის ყველაზე უხუცესმა, 116 წლის ბებომ კორონავირუსი დაამარცხა

ევროპის ყველაზე უხუცესმა, 116 წლის ბებომ კორონავირუსი დაამარცხა
10-02-2021, 17:25
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

ევროპის ყველაზე უხუცესმა, 116 წლის ბებომ კორონავირუსი დაამარცხა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ფრანგი მონაზონი, ლუსილ რენდონი 16 იანვარს დაინფიცირდა, თუმცა მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

მონაზონი, რომელიც უსინათლოა და ეტლით გადაადგილდება ხვალ კოვიდ-19-სგან სრულიად გამოჩანმრთელებული 117 წლის ხდება.

მონაზონი, ლუსილ რენდონი 1904 წლის 11 თებერვალს დაიბადა და ევროპის უხუცესი ადამიანია, ის ასევე მსოფლიოში მეორე ასაკოვანი ადამიანია Gerontology Research Group (GRG) ჩამონათვალში.

გაზიარება
მოინახულეს 95-ჯერ
კომენტარები