„ქართული ოცნების“ კანონპროექტით, სატრანსპორტო საშუალებისთვის „მაყუჩის“ თვითნებურად გადაკეთებისთვის ჯარიმა ორჯერ იზრდება. შესაბამისი ცვლილება „
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტმა 1-ელი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.
ცვლილებებით, მაყუჩის გადაკეთებისთვის ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარი იქნება - მართვის მოწმობაზე კი მძღოლს 10-ის ნაცვლად, 30 ქულა მოაკლდება. ასევე, პოლიციელს უფლება ექნება, ასეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მართვას ჩამოაშოროს და მანქანა სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს.
აღნიშნული ცვლილება შეეხება იმ სატრანსპორტო საშუალებებსაც, რომელსაც გადაკეთებული აქვს საწვავის ავზი, ძარა, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი მისი კონსტრუქცია.
კანონპროექტი სატრანსპორტო საშუალებაზე ციმციმა სიგნალის დაყენებასაც შეეხება.