ლარი ევროსთან კიდევ 2.45 თეთრით გაუფასურდა, ერთი ევროს ოფივიციალური კურსი 3.2155 ლარია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ თვეში საქართველოს ეროვნული ვალუტა ევროსთან დაახლოებით 12 თეთრით გაუფასურდა, პირველ ივნისს ლარი 3.0969 ლარი ღირდა.
კომერციულ ბანკებში ერთი ევროს ღირებულება 3.28 ლარია, სავალუტო ჯიხურებში - 3.22 ლარი.
რაც შეეხება დოლარს, პირველი ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი 0.12 თეთრით გამყარდა და 1 დოლარი 2.7215 ლარი ღირს. ბოლო ერთ თვეში ლარი დოლართან მიმართებით ერთი თეთრით გამყარდა.