სამთავრობო პროპაგანდისტული მედია „იმედი“ წერს, რომ თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დაკავებული პირი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანია.
შსს-ს ცნობით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი და ამჟამად საავადმყოფოში სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელსაც ბრალი სსკ-ის 238 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.