ძლიერი წვიმა, სეტყვა | ამინდის პროგნოზნი

ძლიერი წვიმა, სეტყვა | ამინდის პროგნოზნი

4-07-2025, 19:30 - 2025
709
       

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
 

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - წერია სააგენტოს განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები