სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერად?! | განცხადება

სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერად?! | განცხადება

დღეს, 00:33 - 2025
310
       

პარტია „ლელოს“ კოალიციაში მყოფმა ალეკო ელისაშვილმა პარტიის გეგმაზე ისაუბრა, რომელსაც ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს.


როგორც მან TV Pirveli-ს ეთერში განაცხადა, ის ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს არჩევნებში საქართველოს 6 დიდ ქალაქში იბრძოლონ. საერთო კანდიდატები დააყენონ და თბილისში კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იყოს.

„კომპრომისებისთვის მზად ვართ, მარტო თბილისი გვინდა? ვიომოთ. არ მივართვათ ლანგრით. ჩემი საუკეთესო სცენარი არის, რომ ქვეყნის 6 დიდ ქალაქში ვიბრძოლოთ, დანარჩენში ბოიკოტი გვქონდეს. თბილისში ლიდერი სალომე ზურაბიშვილი იყოს და ჩვენ ყველა მის ირგვლივ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები