განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ამ ქარაქუცა ოპოზიციამ 31 ოქტომბერს დაამარცხა - ჩიხლაძე ივანიშვილზე

ამ ქარაქუცა ოპოზიციამ 31 ოქტომბერს დაამარცხა - ჩიხლაძე ივანიშვილზე
13-01-2021, 13:05
ავტორი: აკაკი გურგენიძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში სწორედ ქარაქუცა ოპოზიციამ გაამარცხა.

„ამ ქარაქუცა ოპოზიციამ, დაამარცხა თუნდაც 31 ოქტომბრის, თუნდაც გაყალბებულ არჩევნები. ჩვენ ვნახეთ ამ ქარაქუცა ოპოზიციამ თავისივე გაყალბებული რიცხვებით 52 პროცენტი აიღო, ხოლო ქართულმა ოცნებამ 48 პროცენტი, ხოლო ამ ქარაქუცა ოპოზიციას და მსგავს დამაკნინებელ ეპითეტებს შევეშვებოდი  და ივანიშვილს ვურჩევდი კობახიძის ენით ნუ ესაუბრება ოპონენტებს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერასდროს დანიშნავს ოპოზიციას რადგან ის მრავალფეროვანია.

„ახალი ოპოზიციური პარტიის გაჩენა ეს არავის ნებაზე არაა დამოკიდებული, სამწუხაროდ ივანიშვილს ჰგონია, რომ შეიძლება ოპოზიციაც კი დანიშნოს, ისე როგორც ნიშნავს მთავრობას, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ოპოზიცია არის მრავალფეროვანი“, - აცახადებს სერგო ჩიხლაძე.

გაზიარება
მოინახულეს 124-ჯერ
კომენტარები