განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

წულუკიანი - სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს

წულუკიანი - სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს
28-12-2020, 18:27
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

„სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს“, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე სახალხო დამცველს მოუწოდა, რომ იურიდულ კომიტეტის სხდომაზე მოვიდნენ და ისაუბრონ.

„უვადო პატიმრებს მინდა შევეხო. მე არ ვიცი რამდენად გვესწრება აქ სახალხო დამცველის წარმომადგენელი, თუ არის. მგონი, არ არის. იმიტომ, რომ ჩვენ, მგონი, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს.

ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის მერე არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს, შესაბამისად მე მინდა მის აპარატს მოვუწოდო, დღეს რომ უარი თქვეს მობრძანებაზე, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ თვიანთი ხმა იმათ, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ, ესენი არიან, პირველ რიგში, უვადო პატიმრები და ზოგადად, პატიმრები.

მე არ უნდა მიწევდეს, თუმცა ეს ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, ამ მოწყვლად ჯგუფზე ვსაუბრობდე. ეს მათი საქმეა პირველ რიგში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
მოინახულეს 253-ჯერ
კომენტარები