განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

კაპანაძე - ნუ ჩაყვებიან საოლქო კომისიების წევრები პოლიტიკურ საფლავში ნურც ჟვანიას და ნურც „ქართულ ოცნებას“

კაპანაძე - ნუ ჩაყვებიან საოლქო კომისიების წევრები პოლიტიკურ საფლავში ნურც ჟვანიას და ნურც „ქართულ ოცნებას“
4-11-2020, 17:55
ავტორი: მერი ტაბატაძე

ნუ ჩაყვებიან  საოლქო კომისიების წევრები პოლიტიკურ საფლავში ნურც ჟვანიას და ნურცქართულ ოცნებას“, - ამის შესახებევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმასერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილებარომ საოლქო კომისიებმა აღარ გადათვალონ თავიდან უბნებირადგან ამით უბნებზე ხმათა რაოდენობები იცვლება.

ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან შემაშფოთებელი ფაქტიროდესაც სამგორის 97- უბნის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის შედეგად,  ბიულეტენებისადაც ოპოზიციური ხმები იყო აღრიცხულიაღმოჩნდა გამოუყენებელი ხმების დასტაშიეს არის უპეცენდენტო დარღვევარადგან გამოუყენებელი ბიულეტენების დასტა ილუქება მანამსანამ საერთოდ მოხდება ყუთის გახსნაანუროგორც ჩანს იმ უბანზე იყო სრული ვაკხანალია და ეს არის სული საფუძველი იმისრომ ის უბანი გაუქმდესროდესაც საოლქომ გადაითვალაკი არ გააუქმა უბანიარამედ ახალი ოქმი დაწერა და თავიდან შეასწორა ძველი ოქმი.

როგორც ჩანსიმდენად შეეშინდათ ამ გადათვლებისქართულ ოცნებაში“, რომ დღეს მიიღეს გადაწყვეტილებარომ არცერთი სახვა უბანი თავიდან აღარ გადათვალონრადგან იციანრომ ამ უბნებშიც იგივე ტიპის პრობლემებია.

ამიტომუკვე მიიღეს გადაწყვეტილება და უკვე დაავალეს საოლქო კომისიებსრომ როდესაც იქნება საჩივარი უბნის გადათვლასთან დაკავშირებით და როგორგ წესი ეს საჩივრები ეფუძნება იმასრომ იმ კონკრეტულ ოლქებშიოქმებში ჩანს ბიულეტენების ნაკლებობა.

ამიტომმიიღეს გადაწყვეტილება და უკვე დაავალეს სხვადასხვა საოლქოებსრომ აღარ გახსნან და აღარ გადათვალონ უბნები და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი რამრადგან პრაქტიკულად ამით წერტილი დაუსვეს შანსს იმისარომ ეს უბნები იყოს გაუქმებული.

მინდა მივმართო როგორც საოლქო კომისიებსისე მათ წევრებს და თავჯდომარეებსრომ ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილნონ და ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ საფლავში ნურც ჟვანიას და ნურც ქართულ ოცნებასეს ნიშნავს იმასრომ მათ წერტილი დაუსვეს ნებისმიერი შანსს იმისარომ ასეთი უბნებირომლებიც აშაკარაარომ არის გაყალბებულიგაუქმდეს.

ამიტომმე ყველას მოვუწოდებრომ ეს გადაწყვეტილება არ შეასრულონწინააღმდეგ შემთხვევაში აღმოცნდებარომ მათ კიდევ ერთი წერტილი დაუსვეს ამ უკვე გაყალბებული არჩევნების რაიმე სახით გამოსწორების შანსსაც კი“, - განაცხადა კაპანაძემ.

გაზიარება
მოინახულეს 307-ჯერ
კომენტარები