რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და მოლდოვის მოსახლეობას გამარჯვების დღეს ულოცავს.
ინფორმაციას Tass-ი კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ქართველი და მოლდოველი ხალხებისადმი მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა მათ მოუწოდა, შეინარჩუნონ ჩვენთვის ანდერძით დატოვებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციების შენარჩუნებისკენ, არ დაუშვან ჩვენი საერთო ისტორიული მემკვიდრეობის დავიწყება და მეგობარ ერებს შორის უთანხმოების დათესვა“, - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
Tass-ის ცნობით, პუტინმა ასევე გაუგზავნა მილოცვები დსთ-ს ქვეყნების ლიდერებს. ცნობილია, რომ მილოცვები გაუგზავნეს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ისრაელის ლიდერებს, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებს და საქართველოსა და მოლდოვას ხალხებს.